აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ამოცანით მართვის ჯგუფის პირველი შეხვედრა დასავლეთის ოპერატიულ სარდლობაში

2019-05-31 14:39:53

2019 წლის 11 მარტს, ამოცანით მართვის ჯგუფის წარმომადგენლებმა დასავლეთის ოპერატიული სარდლობის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები, სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი სამეთაურო თანამდებობებზე დანიშნული ოფიცრები და სერჟანტები. 

შეხვედრის მიზანს სარდლობის ლიდერებისათვის ამოცანით მართვის, როგორც მართვის ახალი მეთოდის გაცნობა, დისკუსიის ინიცირება, სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ამოცანით მართვის ჯგუფის უფროსმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ პრეზენტაციის სახით დამსწრე პირად შემადგენლობას ამოცანით მართვასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამომავლო ხედვები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები გააცნო.