აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ამოცანით მართვის ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

2019-05-31 14:42:01

2019 წლის 11 მარტს, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ამოცანით მართვის ჯგუფის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს აკადემიის სასწავლო ბატალიონის III და IV კურსის იუნკერებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, აკადემიის მმართველობა და სამეთაურო თანამდებობებზე დანიშნული ოფიცრები და სერჟანტები. 

შეხვედრის მიზანს ამოცანით მართვის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ამოცანით მართვის ჯგუფის უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე იუნკერებსა და აკადემიის პირად შემადგენლობას ამოცანით მართვის პერსპექტიულობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ესაუბრა.