აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ამოცანით მართვის ჯგუფმა შეხვედრა გამართა აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობაში

2019-05-31 14:43:32

2019 წლის 24 აპრილს, ამოცანით მართვის ჯგუფის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სარდლობაში შემავალი სამეთაურო თანამდებობაზე დანიშნული ოფიცრები და სერჟანტები. შეხვედრის მიზანს ამოცანით მართვის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ამოცანით მართვის ჯგუფის უფროსმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ შეხვედრაზე დამსწრე პირად შემადგენლობას ამოცანით მართვასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამომავლო ხედვები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები გააცნო.