აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა ამოცანით მართვის სისტემებისა და რეგულაციების ქვეჯგუფები

2019-05-31 14:45:40

2019 წლის 16 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა ამოცანით მართვის სისტემებისა და რეგულაციების ქვეჯგუფები. ქვეჯგუფების მიზანს თავდაცვის ძალებში არსებული სისტემებისა და რეგულაციების ამოცანით მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას წარმოადგენს. 

ქვეჯგუფები შემდეგი მიმართულებებით განისაზღვრა:

  • პერსონალის მართვის ქვეჯგუფი;
  • რესურსების მართვის ქვეჯგუფი;
  • ოპერატიული დოკუმენტების ქვეჯგუფი;
  • საბრძოლო მომზადების ქვეჯგუფი;
  • საბრძოლო მომსახურების ქვეჯგუფი;
  • სამართლებრივი აქტების ქვეჯგუფი.

აღნიშნული ქვეჯგუფები დაკომპლექტებულია საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურული ერთეულიდან. პირველი სამუშაო შეხვედრა გენერალური შტაბის ვახტანგ I გორგასლის სახელობის დარბაზში გაიმართა, სადაც მოხდა ქვეჯგუფების წარმომადგენლების წარდგენა და დასახული ამოცანების დაზუსტება. შეხვედრის ფარგლებში, ამოცანით მართვის ჯგუფის უფროსმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ ჯგუფების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.