აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ამოცანით მართვის სისტემებისა და რეგულაციების ქვეჯგუფების მესამე შეხვედრა

2019-06-07 10:52:29

2019 წლის 4 ივნისს, „ამოცანით მართვის“ სისტემებისა და რეგულაციების ქვეჯგუფების მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მხარეებმა წარმოადგინეს პირველადი მონახაზი იმისა, თუ როგორ მოახდენენ თავიანთ მიმართულებებზე პრობლემების გამოვლენას. შეხვედრის შედეგად ძირითადად გამოვლინდა შემდეგი მეთოდები:

  1. შერეული და თავისუფალი ტიპის კითხვარების დაგზავნა ქვედანაყოფებში;
  2. მოხსენებების მიღება ქვედანაყოფებიდან;
  3. სტატისტიკური მონაცემების შეკრება;
  4. არსებული გამოცდილების გაზიარება, პირადი კონტაქტების გამოყენება და სისტემატური შეხვედრების გამართვა;
  5. სწავლებების „ამოცანით მართვის“ კუთხით შეფასება.

შეხვედრის ფარგლებში, „ამოცანით მართვის“ ჯგუფის უფროსმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ ხაზი გაუსვა სამუშაო შეხვედრებზე ქვეჯგუფების წარმომადგენლების დასწრების აუცილებლობას. პოლკოვნიკმა ქავთარაძემ ასევე ჩამოაყალიბა მომდევნო შეხვედრის მიზანი, სადაც ქვეჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ პრობლემების გამოვლენის გეგმა.

„ამოცანით მართვის“ სისტემებისა და რეგულაციების ქვეჯგუფების შემდგომი შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 11 ივნისს 10 საათზე, გენერალური შტაბის VIII სართულზე, მეფე ვახტანგ I გორგასლის სახელობის დარბაზში.