აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

გენერალ ბლექსტოკის მოხსენება ამოცანით მართვის ფილოსოფიასთან დაკავშირებით

2019-06-19 15:22:56

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “არმიჰოლში” აშშ-ს არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კომენდანტის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა თომას ბლექსტოკმა შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ამოცანით მართვის ფილოსოფიის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის მეთაურები და წარმომადგენლები, ასევე სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ხელმძღვანელობა და მსმენელები.

შეხვედრის ფარგლებში, გენერალმა ბლექსტოკმა ამოცანით მართვის ფილოსოფიის სხვადასხვა ასპექტზე და საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ამოცანით მართვის ფილოსოფიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხით დასრულდა, სადაც გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა იმ გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს ამოცანით მართვის დანერგვის პროცესს.