აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ამოცანით მართვის გაცნობითი შეხვედრა მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში

2019-06-21 15:16:29

2019 წლის 20 ივნისს, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორებმა და ამოცანით მართვის მუდმივმოქმედი ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში „ამოცანით მართვის“ საკითხებზე შეხვედრა გამართეს. 

ინსტრუქტორებმა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირად შემადგენლობას „ამოცანით მართვის“ ფილოსოფია გააცნეს. ბრიფინგის ფარგლებში, ინსტრუქტორებმა თავდაცვის ძალებში „ამოცანით მართვის“ ფილოსოფიის დანერგვაზე, არსებულ გამოწვევებზე, სირთულეებსა და დადებით მხარეებზე ისაუბრეს.