2019 წლის 20 ივნისს, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა და ინსტრუქტორებმა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან „ამოცანით მართვის“ საკითხებზე შეხვედრა გამართეს.
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას „ამოცანით მართვის“ ფილოსოფია გააცნო. ბრიფინგის ფარგლებში, პოლკოვნიკმა ქავთარაძემ თავდაცვის ძალებში „ამოცანით მართვის“ ფილოსოფიის დანერგვაზე, არსებულ გამოწვევებზე, სირთულეებსა და დადებით მხარეებზე ისაუბრა.