აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ამოცანით მართვის გაცნობითი შეხვედრა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში

2019-06-24 15:41:32

2019 წლის 21 ივნისს, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორებმა და ამოცანით მართვის მუდმივმოქმედი ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში „ამოცანით მართვის“ საკითხებზე შეხვედრა გამართეს. 

ინსტრუქტორებმა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის პირად შემადგენლობას „ამოცანით მართვის“ ფილოსოფია გააცნეს. ბრიფინგის ფარგლებში, ინსტრუქტორებმა თავდაცვის ძალებში „ამოცანით მართვის“ ფილოსოფიის დანერგვაზე, არსებულ გამოწვევებზე, სირთულეებსა და დადებით მხარეებზე ისაუბრეს.