აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

„ამოცანით მართვის“ ქვეჯგუფების რიგით მეხუთე შეხვედრა

2019-07-15 11:38:26

2019 წლის 12 ივლისს, „ამოცანით მართვის“ სისტემებისა და რეგულაციების ქვეჯგუფების მეხუთე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მხარეებმა წარმოადგინეს ქვედანაყოფებში დასაგზავნი კითხვარების სამუშაო ვერსია. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა წარმოდგენილ კითხვარებზე და გადაწყდა, რომ:

  1. კითხვარები ორიენტირებული იყოს „ამოცანით მართვის“ ექვს პრინციპზე;
  2. პროცესში სრულად ჩაერთონ ამოცანით მართვის სამუშაო ჯგუფები, რათა გაადვილდეს ქვედანაყოფებიდან მოხსენებების მიღების პროცესი;
  3. კითხვარების საბოლოო ვერსიების შემუშავების ვადად დადგინდა 2019 წლის 17 ივლისი;
  4. განხორციელდეს ყველა სწავლების „ამოცანით მართვის“ კუთხით შეფასება.

შეხვედრის ფარგლებში, „ამოცანით მართვის“ ჯგუფის უფროსმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ ხაზი გაუსვა წლის ბოლოს „ამოცანით მართვის“ მიდგომის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი შემაჯამებელი მოხსენების მნიშვნელობას.