აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

თავდაცვის მინისტრის ლექცია

2019-07-19 14:49:11

2019 წლის 19 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბატონმა ლევან იზორიამ ვაზიანში, მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობასთან „ამოცანით მართვასთან“ დაკავშირებით ლექცია ჩაატარა. მინისტრმა „ამოცანით მართვის“  როლზე, მის მნიშვნელობაზე, იმპლემენტაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას  ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ მიმართულების სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე.