აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

გენერალ-მაიორ თომას კარდენის ლექცია „ამოცანით მართვის“ თემაზე

2019-08-07 14:30:39

2019 წლის 6 აგვისტოს  „არმიჰოლში“ ,  აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტმა, გენერალ-მაიორმა თომას კარდენმა  საქართველოს თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას „ამოცანით მართვის“ თემაზე ლექცია წაუკითხა.  ლექციის მსვლელობისას მან ყურადღება გაამახვილა „ნდობაზე“, როგორც „ამოცანით მართვის“  უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე, ამასთან გენერალ-მაიორმა კარდენმა  ლექციისას მიმოიხილა „ამოცანით მართვის“  პრინციპები, სპეციფიკა, რისკები, როგორც სამეთაურო, ასევე დაქვემდებარებული რგოლისთვის აუცილებელი და საჭირო უნარ-ჩვევები.

ლექციის დასასრულს დამსწრე საზოგადოებასთან გაიმართა თემატური დისკუსია. 
შეხვედრას ესწრებოდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე   და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე, მათ გენერალ-მაიორ კარდენს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და  მადლობა გადაუხადეს,  წლების განმავლობაში აშშ-ს მხრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისათვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის.