აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

გამოცხადდა კონკურსი „ამოცანით მართვა და საქართველოს თავდაცვის ძალები“

2019-09-18 16:27:46

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი „ამოცანით მართვა და საქართველოს თავდაცვის ძალები“ (საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება N547 (06/09.2018)). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ყველა თანამშრომელს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარადგინონ 7-10 გვერდის მოცულობის არგუმენტირებული ესე. კონკურსი დასრულდება 2019 წლის 7 ნოემბერს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და ფულადი ჯილდოთი. გამარჯვებულებს გამოავლენს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრატეგიული ლიდერებისაგან შემდგარი კომისია. გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართება 2019 წლის 22 ნოემბერს.

აღნიშნული კონკურსის მიზანია „ამოცანით მართვის“ ფილოსოფიის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე საკონკურსო ნაშრომები დაეხმარება სისტემებისა და რეგულაციების ქვეჯგუფებს სრულყოფილი ანალიზის განხორციელებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 591 076 336.