აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჯგუფის ხელმძღვანელის, I რანგის კაპიტან შტეფან არნიგჰოფერის ლექცია

2019-10-09 17:06:45

2019 წლის 8 ოქტომბერს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, ლიდერობისა და მენეჯმენტის მოდულის ფარგლებში, ამოცანით მართვასთან დაკავშირებით ლექციის ჩასატარებლად მოწვეულ იქნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჯგუფის ხელმძღვანელი, I რანგის კაპიტანი შტეფან არნიგჰოფერი. მან სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს წარმოუდგინა ამოცანით მართვის გერმანული ხედვა, სადაც ძირითადი ყურადღება გაამახვილა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის ნდობა და კომპეტენცია. ბატონმა შტეფანმა ნათლად წარმოაჩინა თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ეს კომპონენტები ერთმანეთთან და რამდენად დიდ გავლენას ახდენენ ისინი ამოცანით მართვის წარმატებით დანერგვაზე.

აღნიშნული ლექცია, მომავალ ტაქტიკური და ოპერატიული დონის ლიდერებს დაეხმარებათ ამოცანით მართვასთან დაკავშირებული ხედვის სწორად ჩამოყალიბებაში და მის ყოველდღიურ ცხოვრების წესად დამკვიდრებაში.