აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ეწვია, აშშ-ის საერთაშორისო იურიდიული კვლევის თავდაცვის ინსტიტუტის (DILLS) დელეგაცია.

2019-11-21 15:36:55

საქართველოს თვდაცვის ძალებში ამოცანით მართვის ფილოსოფიის იურიდიული ასპექტების და უწყებრივი მართვისა და დისციპლინის მარეგულირებელი  დოკუმენტების მიმოხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 19-21 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ეწვია, აშშ-ის საერთაშორისო იურიდიული კვლევის თავდაცვის ინსტიტუტის (DILLS) დელეგაცია.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ეწვია დასავლეთ ოპერატიულ სარდლობას, ქალაქ სენაკში (II ქვეითი ბრიგადა) და აღმოსავლეთ ოპერატიულ სარდლობას, დაბა ვაზიანში (IV მექანიზებული ბრიგადა). შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბრიგადისა და ბატალიონის სამეთაურო ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობამ, აგრეთვე იურისტებმა და პერსონალის მართვის ოფიცრებმა. შეხვედრის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმოამდგენელება მოახდინეს იმ ძირითადი ასპექტების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ამოცანით მართვის იმპლემენტაციის პროცესზე.

ვიზიტის დასასრულს ა.შ.შ-ის ექსპერტების ჯგუფმა ამოცანით მართვის პროექტის მენეჯერს ბრიგადის გენერალ მალხაზ მაკარაძეს და იმპლემენტაციის ჯგუფის სხვა წევრებს წარუდგინეს საკუთარი დაკვირვებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.

შეხვედრის ბოლოს ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, თუ რაოდენ ღირებულია გამოცდილი ექსპერტების რეკომენდაციები ამოცანით მართვის იმპლემენტაციის პროცესში.