აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

შვედეთის შეიარაღებული ძალების, რეზერვის ვ/პოლკოვნიკ პიერ მოლბერგის ვიზიტი,

2019-11-29 11:36:15

მიმდინარე წლის 28 ნომბერს სამეთაური საშტაბო კოლეჯში განხორციელდა შვედეთის შეიარაღებული ძალების, რეზერვის ვ/პოლკოვნიკ პიერ მოლბერგის ვიზიტი, რომელმაც სპიკერის ფორმატში სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მსმენელებთან და იუნკრებთან ჩაატარა ლექცია თემაზე ,,შვედეთის შეიარაღებული ძალების როლი ტოტალური თავდაცვის განხორციელების საქმეში’’. ლექციის დროს პოლკოვნიკი შეეხო შემდეგ საკითხებს:

  • შვედეთის შეიარაღებული ძალები ცივი ომი პერიოდში;
  • შვედეთის წინაშე მგდარე თანამედროვე საფრთხეები და გამოწვევები;
  • შვედეთის თანამედროვე შეიარაღებული ძალების შემადგენლობა;
  • შვედეთის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ტოტალური თავდაცვის ეფექტურად ორგანიზების მიზნით;
  • წვევამდელების სისტემა და შვედეთში მისი შემოღების მიზეზები;
  • სხვადასხვა უწყებების ჩართულობა შვედეთში ტოტალური თავდაცვის განხორციელებისას;

ლექციის წარმართული იქნა ინტერაქციული მეთოდით. კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ქონდათ საკითხის გარშემო დაესვათ შეკითხვები, რაზეც შვედი ოფიცრის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული იყო პასუხები.