აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ამოცანით მართვის ესეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2020-08-05 13:32:52

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ორგანიზებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით,  „ამოცანით მართვის“ პოპულარიზაციის მიზნით, გამოცხადდა  „ამოცანით მართვის“ შესახებ ესეების კონკურსი. კონკურსის მონაწილეებს წერილობითი ნაშრომის სახით უნდა წარმოედგინათ  თავიანთი ხედვა საქართველოს თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის ფილოსოფიის სრულფასოვნად გააზრებასა და შემდგომ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.   2020  წლის 17 ივლისს  საკონკურსო კომისიამ გამოავლინა 3 გამარჯვებული,  რომელთა შორის  პირველადგილოსანი ვიცე-პოლკოვნიკი პაატა სივსივაძე -  „გლოკის“ სისტემის პისტოლეტით დაჯილდოვდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს - პოლკოვნიკ დავით ჩხეტიანსა და პირველი კლასის რიგითს  ეკატერინე გაბიტაშვილს ფულადი პრემიები გადაეცათ.  

ამოცანით მართვა და საქართველოს თავდაცვის ძალები  - ვიცე-პოლკოვნიკ პაატა სივსივაძის ესე -  I ადგილი

ამოცანით მართვის ფილოსოფია და მისი იმპლემენტაცია  - პოლკოვნიკ  დავით ჩხეტიანის ესე -  II ადგილ

ამოცანით მართვა და საქართველოს თავდაცვის ძალები  -  I  კლასის რიგითი  ეკატერინე გაბიტაშვილი - III ადგილი