აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის ფილოსოფიის დანერგვა დაიწყო

2019-05-31 14:36:12

საქართველოს თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის კონცეფციის პოპულარიზაციისა და მისი დანერგვის მიზნით, 2018-2019 წლებში სხვადასხვა დოქტრინული ლიტერატურა გამოიცა. 

  • „მინისტრის თეთრი წიგნი ამოცანით მართვის შესახებ“;
  • „ამოცანით მართვის დანერგვის სტრატეგია (MCS)“;
  • „ამოცანით მართვის დოქტრინა (ADP 6-0, ADRP 6-0, FM 6-0)“ - პროექტი;
  • „ამოცანით მართვის იმპლემენტაციის გეგმა (MCIP)“ - პროექტი.

დოქტრინულ პუბლიკაციებში მოცემულია მითითებები თავდაცვის ძალების მართვის, კონტროლისა და ამოცანით მართვის შესახებ. პუბლიკაციები აღწერენ, თუ როგორ ხორციელდება მართვის ხელოვნებისა და კონტროლის მეცნიერების შერწყმა, რათა გაადვილდეს გადაწყვეტილების მიღება, მოქმედებების წარმართვა და ამოცანის შესრულება. დოქტრინული პუბლიკაციები დეტალურად ხსნის ამოცანით მართვის საფუძვლებს და განკუთვნილია თავდაცვის ძალების კვალიფიციური პირადი შემადგენლობისთვის.

აღნიშნულ ლიტერატურაზე წვდომა სამხედრო მოსამსახურეებსა და დაინტერესებულ პირებს გააჩნიათ, როგორც დაბეჭდილი ეგზემპლარების სახით, ასევე ელექტრონული ბიბლიოთეკის საშუალებით.