აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

ბეჟან კიკნაველიძე


ვიცე-პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე არის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ლიდერობისა და მენეჯმენტის კურსის უფროსი. 1999-2003 წლებში ის სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ოფიცრის პირველადი წოდება ლეიტენანტი. ვიცე-პოლკოვნიკ კიკნაველიძის სამხედრო განათლება მოიცავს საველე არტილერიის ძირითად და კაპიტნის საკარიერო კურსებს აშშ-ს არმიის საველე არტილერიის სკოლაში, სამეთაურო-საშტაბო კურსს ბალტიის თავდაცვის კოლეჯში და ასევე ნატოს რეგიონალური თანამშრომლობის და რესურსების მართვის კურსებს იტალიასა და რუმინეთში.

სამხედრო კარიერის განმავლობაში ვიცე-პოლკოვნიკი კიკნაველიძე მსახურობდა როგორც საბრძოლო ქვედანაყოფებში, ასევე სასწავლო ორგანიზაციებში. 2011 წელს ის მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო მისიაში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც ჩართული იყო ავღანური არმიის საარტილერიო ოფიცრების მომზადებაში. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორობამდე ვიცე-პოლკოვნიკი ბეჟან კიკნაველიძე მსახურობდა კაპიტნის საკარიერო სკოლის საველე არტილერიის კაპიტნის საკარიერო კურსის უფროსად.

ვიცე-პოლკოვნიკი კიკნაველიძე დაჯილდოვებულია პირველი, მეორე და მესამე ხარისხის უწყებრივი მედლებით „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის“, ასევე მედლებით „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და მედლით სამშვიდობო მისიაში მონაწილერობით.

ვიცე-პოლკოვნიკ ბეჟან კიკნაველიძე ყავს მეუღლე და ორი შვილი.