აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

დავით დავითიძე


ვიცე-პოლკოვნიკი დავით დავითიძე არის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის უფროსი ინსტრუქტორი. 1996-2000 წლებში ის სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ოფიცრის პირველადი წოდება ლეიტენანტი. ვიცე-პოლკოვნიკ დავითიძის სამხედრო განათლება მოიცავს კაპიტნის საკარიერო კურსებს თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და აშშ-ს არმიის საველე არტილერიის არტილერიის სკოლაში. ასევე სამეთაურო-საშტაბო კურსს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა უნივერსიტეტში.

ვიცე-პოლკოვნიკი დავითიძე სხვადასხვა მსახურობდა როგორც სამეთაურო, ასევე საშტაბო და ინსტრუქტორის თანამდებობებზე. ის მონაწილეობას იღებდა სამშვიდობო ოპერაციებში ცხინვალის რეგიონსა და ერაყის რესპუბლიკაში, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ინსტრუქტორობამდე ვიცე-პოლკოვნიკი დავით დავითიძე მსახურობდა გენერალური შტაბის J-5 დეპარტამენტში, ხოლო მანადმე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაურად.

ვიცე-პოლკოვნიკი დავითიძე დაჯილდოვებულია პირველი და მეორე ხარისხის მედლებით „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის“, ასევე მედლებით „გენერალი მაზნიაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“

ვიცე-პოლკოვნიკ დავით დავითიძეს ყავს მეუღლე და სამი შვილი.