აირჩიეთ ენა : ქართული / ENGLISH
amocaniT marTva

მამუკა ქავთარაძე


პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე არის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური. 1997 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. პოლკოვნიკი ქავთარაძე ასევე ფლობს აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ხელოვნების მაგისტრის ხარისხს სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში. მისი სამხედრო განათლება მოიცავს აშშ-ს არმიის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსს, აშშ-ს არმიის დაზვერვის კაპიტნის საკარიერო კურსს, აშშ-ს არმიის სამეთაურო-საშტაბო კურსს და აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლის კურსი

პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ სამხედრო სამსახური დაიწყო 1999 წელს, როგორც რიგითმა ჯარისკაცმა, რის შემდეგაც იგი მსახურობდა სხვადასხვა სამეთაურო და საშტაბო თანამდებობებზე. პოლკოვნიკი ქავთარაძე მონაწილეობას იღებდა ოპერაციაში „თავისუფლება ერაყს“ 2004 და 2006 წლებში, ხოლო 2014-2015 წლებში ის მეთაურობდა ქართულ სამხედრო კონტიგენტს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურობამდე პოლკოვნიკი ქავთარაძე ხელმძღვანელობდა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს და გენერალური შტაბის მართვის ცენტრს ალგეთსა და თბილისში.

პოლკოვნიკი ქავთარაძე დაჯილდოვებულია პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლებით „უმწიკვლო სამსახუსათვის“, მედლებით „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“, „ვახტანგ გორგასლის“ მესამე ხარისხის ორდენით და ასევე ნატოს მედლებით ISAF და RSM მისიებში მონაწილეობისათვის.

პოლკოვნიკ ქავთარაძეს ყავს მეუღლე და ორი შვილი.